უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“შესაძლოა ეს იყოს ბოლო ღამე, როდესაც მე ცოცხალს მხედავთ!” – ამ სიტყვებით მიმართა ცოტა ხნის წინ ვოლოდიმიერ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოკონფერენციისას.
დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის ლიდერსაც მიმართა.
უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს პუტინს, სისხლისღვრის შესაჩერებლად გაიმართოს მოლაპარაკება.
ზელენსკი პუტინს: მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი
