“ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნატო უნდა დაეხმაროს მათ დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გატარებაში.
„ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გატარებაში და იმ გზის გაგრძელებაში, რომელიც მათ ნებაყოფლობით აირჩიეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
