ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.
გადაწყვეტილება რამდენიმედღიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს.
კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მასში წარმოდგენილი იქნებოდა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს კონკურსის ჩაშლას გამოიწვევდა.
ეს გადაწყვეტილება უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, EBU-ს წევრ მაუწყებლებთან ერთად, მათ შორის საქართველოს პირველ არხთან ერთად მიიღო.
