LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია, ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს: სალომე ზურაბიშვილი

„უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია, ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.

„პირდაპირი და გულთბილი საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. რუსული აგრესია ჩვენთვის ყველასთვის მღელვარების საგანია. უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია. ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.