LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მთელი მსოფლიო დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ ერთიანდება და შენ ხელისუფლებაში „Русский корабль“ გყავს – რას წერს მაია ასათიანი პრემიერზე

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მაია წერს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის ნაცვლად, ირაკლი ღარიბაშვილი ისევ მიტინგზე გამოსული ხალხის რაოდენობას ითვლის და ყველგან ისევ მიშას აჩრდილი ელანდება.

მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა

ღარიბაშვილი: სააკაშვილი ომის შემდეგ შესანიშნავად გრძნობდა თავს, არავითარი დისკომფორტი არ შექმნია, ომის დროს საკუთარ დედას ქონება გადაუფორმა

ღარიბაშვილი სოლიდარობის აქციებზე: ხალხი იღუპება, იბომბება მთელი უკრაინა – აქ, მართავენ კონცერტებს

„ხელისუფლებას პატრიოტიზმი ოპოზიციის ექსკლუზივი ჰქონია!!! და ახლა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, თავიდან უნდა გადალაგდეს ევროპა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის ნაცვლად, დგას და ისევ მიტინგზე გამოსული ხალხის რაოდენობას ითვლის და ყველგან ისევ მიშას აჩრდილი ელანდება!!!

გაიღვიძე გრიშა ბიძია დეპოში ვართ!!! გარეთ სხვა რეალობაა, მსოფლიო იცვლება!!!

როცა მთელი მსოფლიო დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ ერთიანდება და შენ ხელისუფლებაში „Русский корабль“ გყავს!!!“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.