უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მოითხოვს უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს, თუკი ნატო უკრაინის წევრობის პერსპექტივებს კარს დაუხურავს. ამის შესახებ მან reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენმა პარტნიორებმა, თუკი მზად არ არიან ნატოში უკრაინის მისაღებად იმიტომ, რომ რუსეთს არ სურს, რომ უკრაინა ნატოში იყოს, უნდა შეიმუშავონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცვის უზრუნველყოფა, ყველა მეზობელთან განსაკუთრებული ურთიერთობა და უსაფრთხოება.
