LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლი რუსული სარაკეტო დარტყმების ქვეშაა

დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ამჟამად მუდმივი რუსული სარაკეტო დარტყმების ქვეშაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია 21 ადამიანია დაჭრილი, დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.

“მარიუპოლი რუსული სარაკეტო საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა. ოკუპანტები ისვრიან ქალაქის ყველა უბანის მიმართულებით. დაბომბვა არ წყდება. ბოლო ინფორმაციით, უკვე დაშავებულია 21 ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია”, – ნათქვამია შსს-ს ხელმძღვანელის განცხადებაში.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას განზრახ ანადგურებენ.