LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ-უკრაინის ომის პროტესტის გამო, მოსკოვში 5 ბავშვი დააკავეს

მოსკოვში 5 ბავშვი დააკავეს, რომლებიც უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის გამოსახატავად მივიდნენ და ყვავილები მიიტანეს.

მათი მოთხოვნა იყო “არა ომს”.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებს მთელი ღამის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარება უწევდათ, თუმცა ადვოკატების საშუალებით ისინი გაათავისუფლეს.