ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია „ტვ პირველის“ ეთერში იმყოფებოდა სტუმრად. პირდაპირ ეთერში მან ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
“ქართული ოცნების” დღევანდელ ბოსებს არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა, ისიც ყველამ იცის, ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილი მართავს.
მე მინდა, უბრალოდ, ვისურვო, მანაც იცოდეს და გაიგოს, მსოფლიო იცვლება და საქართველოც იცვლება, აღარ არის ისეთი, როგორიც 2012 წელს იყო.
გულწრფელად მინდა, ადამიანმა, რომელმაც ამ ქვეყნისთვის შექმნა 2012 წელი, არ გახდეს ადამიანი, რომელმაც ხელიდან გაუშვა ამ ქვეყნის შემდგომი შანსი, ეს ჩემი ოცნებაც არის და სურვილიც. “- განაცხადა გახარიამ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას.
ღარიბაშვილთან მიმართვისას კი განაცხადა:
„ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფალს და მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მაშინ, როდესაც, ვიღაცა, სადღაც, დაკეტილ ოთახებში წყვეტს, ვის უნდა მიეუერთდეს ან რას არ უნდა მიუერთდეს. მერე რაღაც შეთქმულების თეორიებზე რომ მიგვანიშნებენ.
არავის არ აქვს უფლება, არც ღარიბაშვილს, არც ოცნებას, არც “ნაცმოძრაობას” და არც მე, რომ სადღაც ოთახში დაჯდეს და გადაწყვიტოს, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მომავალი“. – ამბობს ყოფილი პრემიერი.
