აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, სანქციები რუსეთზე გამანადგურებელ ეფექტს ახდენს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა “ტვიტერზე” უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ დაწერა.
“მე ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა განმეხილა ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი – უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების ჩათვლით – მაშინ როდესაც ის რუსული აგრესიისგან იცავს თავს.
ჩვენ რუსეთს პასუხს ვაგებინებთ, ჩვენი სანქციები უკვე გამანადგურებელ ეფექტს ახდენს,“ – წერს პრეზიდენტი ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
