LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: კომიკურია, როდესაც მოითხოვენ ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, მაშინ როცა აქეთ აქვს ჩვენთვის ჩაკეტილი

“მთელი კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ არის მოთხოვნა ჩვენ ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, ამ დროს კი, რუსეთს აქეთ აქვს ჩვენთვის ფრენები ჩაკეტილი,”-ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესება რუსეთზე გავლენას ვერ მოახდენს.

“გლობალური სანქციები, რა თქმა უნდა, მძიმეა საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს სანქციები მინიმალური იქნება რუსეთზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვა რაც გვაქვს, ეს რუსეთისთვის არაფერია. იგივე საჰაერო ფრენები და ა.შ. ანუ, იმდენად პატარაა საქართველო, რომ ის ვერ მიაყენებს რუსეთს ვერავითარ მტკივნეულ დარტყმას სანქციებით.

მთელი კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ არის მოსთხოვა ჩვენ ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, მაშინ, ამ დროს კი, რუსეთს აქეთ აქვს ჩვენთვის ფრენები ჩაკეტილი. ეს ყველაფერი საქართველოსთვის არის მძიმე, თან იმის გათვალისწინებით, რომ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს საქართველოში, ტრანზაქციები ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ძალიან ბევრი ოჯახისთვის. 600 მილიონი ლარის ექსპორტი ხორციელდება საქართველოდან რუსეთში. უამრავი დეტალია, რაც იმაზე მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან ბევრ – 100 ათასობით ოჯახს დააწვება კონკრეტულად პირდაპირ ჯიბეზე რაიმე შესაძლო სანქცია, რაც შეიძლება ჩვენი მხრიდან დაწესდეს,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.