LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლაში 489 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლაში 489 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ 1 597 სამხედრო კი, დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსული მხარის ინფორმაციითვე, მოკლულია 2 870 უკრაინელი ჯარისკაცი, ხოლო 3 700 დაჭრილია. მათივე თქმით, მძევლად აყვანილია 572 სამხედრო მოსამსახურე.

ამასთან, მოსკოვში ამტკიცებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ახალწვეულები არ მონაწილეობენ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.