LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ თავდაცვის მიმართულება, გავაგრძელოთ მხარდაჭერა: სტოლტენბერგი საქართველოზე

“ნატოს წევრებს გადაწყვეტილი აქვთ მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი სახელმწიფოების, ასევე ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ BBC-ის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია NATO-მ გააძლიეროს თავდაცვის მიმართულება ამ ქვეყნებში.

„ნატოს ალიანსი ახორციელებდა მხარდაჭერას საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინისა და სხვა პარტნიორებისადმი მრავალი წლის განმავლობაში – ვეხმარებოდით თავდაცვის გაძლიერებაში, რეფორმების განხორციელებაში, გვქონდა ერთობლივი წვრთნები, სხვადასხვა აქტივობები, სხვადასხვა ქვეყნებთან, სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად, ჩვენ შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გავაკეთოთ მეტი ამ ქვეყნებთან ერთად, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვისუნარიანობა და ინსტიტუციების უსაფრთხოება და პოტენციურად გავზარდოთ ამ ქვეყნების აქტივობა და მხარი დავუჭიროთ მათ, რადგან როგორც იხილეთ უკრაინის შემთხვევაში, ისინი, შესაძლოა, იყვნენ რუსეთის სამხედრო ძალისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე ინტერვენციის, შეტევისა და დივერსიის საფრთხის ქვეშ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.