ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკიმინაციულ კამპანიას აგორებს.
„ჩვენ ახლა ვიხილეთ პროპაგანდის მორიგი სამარცხვინო, ამაზრზენი, ფაქტობრივი ტყუილებით და მანიპულაციებით სავსე ნიაღვარი ივანიშვილის ერთერთი სპიკერი კობახიძისგან.
ვინ გველაპარაკებოდა ეთნიკური შუღლის გაღვივევების დაუშვებლობაზე, ვინ ღვრიდა ნიანგის ცრემლებს? ღვრიდა ის ადამიანი, იმ გუნდის წარმომადგენელი, ქართული ოცნების, რომელიც წლებია, უმცირესობების მიმართ ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის გაღვივებითაა დაკავებული, რომელიც არის მოკავშირე ალტ ინფოსი, პუტინისტური ჯგუფების, მათ აფარებენ ხელს არამარტო ეთნიკური შუღლის პროპაგანდისთვის, არამედ ძალადობის ორრგანიზისთვის.
და ეს ადამიანი უკითხავდა დღეს საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს მორალს ამაზე? თან, რაც მთავარია, დიდ სიცრუეს ამბობს, აქ ეთნიკურობა არაფერ შუაშია, აქ საუბარი არის მოქალაქეობაზე, ეს არის სუვერენული უფლება ყველა ქვეყნის და მოვალეობაც კი მთავრობის, რომ კონკრეტულ ვითარებაში თავის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვას ან არ შემოუშვას რომელიმე კონკრეტული მოქალაქე უცხო ქვეყნის, ეთნიკურობა აქ საერთოდ არაფერ შუაშია.
ეს არის ის მთავრობა, ივანიშვილის გუნდი, რომელიც წლებია და სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ, არ უშვებს ქვეყანაში ანტიპუტინისტებს რუსეთიდან, პუტინის მტრებს არ უშვებს, მაგრამ უშვებს გავრილოვს და პოზნერს“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკიმინაციულ კამპანიას აგორებს. მისი თმით, პარლამენტი დისკიმინაციის და ეთნიკური შუღლის წინააღმდეგ კანონპროექტს გაამკაცრებს.
