რუსმა ოკუპანტეპმა ქალაქ მელიტოპოლის ტელეანძა დაიკავეს და უკრაინული არხების ნაცვლად, რუსული პროპაგანდისტული არხების ტრანსილირება დაიწყეს. ინფორმაციას ზაპოროჟიის საოლქო ადმინისტრაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქ ხერსონის ოლქის სამთავრობო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გენადი ლაგუტას ინფორმაციით, ანალოგიური ვითარებაა ხერსონშიც.
“ხერსონში ოკუპანტებმა დაიკავეს TRK საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა.
საკომუნიკაციო არხებით სავარაუდოდ იგეგმება დეზინფორმაციის გავრცელება „რუსეთთან ჩაბარებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს არის ყალბი!”, – აცხადებს გენადი ლაგუტა.
