„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა „ქართული ოცნებიდან“ ვინმე რუსთაველის გამზირზე მისვლას, სადაც დამონტაჟებულია ეკრანი და უკრაინის პრეზიდენტის ჩართვა იგეგმება დღეს, 20:00 საათზე.
„მას შემდეგ რაც უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადადგა, რაც ევროკავშირის ელჩის გაწვევას უკავშირდება, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ იქნება იქ.
ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობას გავამკაცრებთ: კობახიძე
ძალიან მარტივადაა აქ საქმე: მიუხედავად იმისა, რომ თანაგრძნობის ხარისხი უკრაინელების მიმართ ჩვენს მხარეს არის გულწრფელი, განსხვავებით „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისა, რომლებიც იქ იდგებიან, ამის მიუხედავად ჩვენ იქ ვერ მივალთ.
ჩვენ ვერ ჩავეძიებით აქ არახამიაა, ადეიშვილი თუ სააკაშვილი მიზეზი. როდესაც სახელმწიფოს მიმართ გადაიდგმება ალოგიკური ნაბიჯი ამას რეაქცია უნდა ჰქონდეს. ჩვენ ნაწყენი ვერ ვიქნებით იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც არის ომის მდგომარეობაში“, – აღნიშნა კობახიძემ.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში
