ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „უკრაინას პოლონეთთან საზღვრები არ აქვს, რადგან ერთად სიკეთის მხარეს არიან“. მისივე განმარტებით, მათ შეძლეს სიტუაციის ისე ორგანიზება, რომ ათასობით უკრაინელ ქალს და ბავშვს სათანადო დამოკიდებულებით ხვდებიან.
„შევძელით სიტუაციის ისე ორგანიზება, რომ ათასობით უკრაინელ ქალს და ბავშვს სათანადო დამოკიდებულებით ხვდებიან. მათ არავინ ეკითხება რა წარმოშობის არიან, რა არის მათი რელიგია, რამდენი ფული აქვთ.
სინამდვილეში ჩვენ მეგობარ პოლონეთთან საზღვრები აღარ გვაქვს, რადგან ჩვენ ერთად სიკეთის მხარეს ვართ. საზღვრები უმნიშვნელოა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
