LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე ვფიქრობთ თუ როგორ უნდა განვაახლოთ და გავაცოცხლოთ ჩვენი ქალაქები და განვაახლოთ ეკონომიკა: ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკვე ვფიქრობთ მომავალზე, უკვე ვფიქრობთ თუ როგორ უნდა განვაახლოთ და გავაცოცხლოთ ჩვენი ქალაქები და განვაახლოთ ეკონომიკა“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ის ესაუბრა საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებს და ათობით მილიარდი დოლარი უკვე მზად არის უკრაინის დასახმარებლად.

უკრაინა მსოფლიო ბანკისგან 700 მილიონ დოლარს მიიღებს

„უკვე ვფიქრობთ მომავალზე, უკვე ვფიქრობთ თუ როგორ უნდა განვაახლოთ და გავაცოცხლოთ ჩვენი ქალაქები და განვაახლოთ ეკონომიკა. სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებს უკვე ვესაუბრე. ათობით მილიარდი დოლარი უკვე მზად არის უკრაინის დასახმარებლად, რომელიც ქვეყანას ომის შემდგომ აღდგენაში დაეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.