საერთაშორისო გადახდის სისტემები Visa და Mastercard რუსეთს ტოვებენ.
რუსეთში გაცემული Visa და Mastercard ბარათები ვადის ამოწურვამდე იმუშავებენ. რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთში გაცემული ბარათები შეწყვეტს მუშაობას საზღვარგარეთ, ხოლო საზღვარგარეთ გაცემული ბარათები რუსეთში.
რუსეთის ცენტრალური ბანკი რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში ნაღდი ფული იქონიონ, ან “Мир”-ის ბარათი იმ ქვეყნებისთვის, სადაც ის მიიღება. ასეთი სულ რამდენიმე ქვეყანაა: თურქეთი, ვიეტნამი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ასევე ჩამონათვალშია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც.
