LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა ძალებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვზე ახალი დარტყმა განახორციელეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო „სევერნაიას ქუჩა, ხარკოვი ღამის დაბომბვის შემდეგ”. იწვის მაღალსართულიანი შენობა.

ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:00 საათზე დედაქალაქ კიევში, რამდენიმე რაიონში, აფეთქებების ხმა გაისმა, გამოაცხადეს საჰაერო განგაში და მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდეს.