LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:00-დან 12:02 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულისა და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 4 აპრილამდე მერწყულის ზოდიაქოს ნისანში გადასვლა ერთის მხრივ, თავისუფლებისა და თანასწორობისკენ სწრაფვას, იმპროვიზაციის და სპონტანურად მოქმედების უნარს, მეორეს მხრივ, სიჯიუტესა და სიზარმაცეეს გააძლიერებს.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული კონფლიქტი გამოიწვიოს ზედმეტმა ეჭვიანობამ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მცენარეების დარგვისა და გადრგვისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ყავისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, იასპი, აქატი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.