LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გერმანიის კანცლერს მიმართავს

უკრაინამ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მიმართა. ამის შესახებ „უნიანი“ წერს.

ამავე ცნობებით, აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ გერმანული ტელეარხის ეთერში განაცხადა.

ჟოვკვას თქმით, აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებაში საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ ჩართული.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე „ბევრი ასპექტის განხილვა იქნებოდა შესაძლებელი“.