კიევის ცენტრში სიმფონიური ორკესტრის ორგანიზებით აქცია-კონცერტი გაიმართა. Unian-ის ინფორმაციით, აქციას “თავისუფალი ცა” დაარქვეს.
სიმფონიური ორკესტრის მიერ ჩატარებული ღონისძიების ორგანიზატორთა მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, უკრაინის საჰაერო სივრცე სრულად ჩაიკეტოს.
მუსიკოსებმა კიევში, მაიდანზე უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს. გარდა ამისა, არაერთი ცნობილი უკრაინული მუსიკალური ნაწარმოები შესრულდა.
