LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მათ ჩვენი დაშორება სურდათ, მაგრამ კიდევ უფრო გაგვაერთიანეს” – მევიოლინე ოლგა სკრიპკას ჩართვა უკრაინიდან ,,რადიო დუეტში

4 დეკემბერს, რადიოს „არ დაიდარდო“ გადაცემაში ,,რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად” უკრაინიდან, ქალაქ ხარკოვიდან მუსიკოსი, მევიოლინე ოლგა სკრიპკა ვიდეოზარით ჩაერთო. მუსიკოსმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ადამიანებს, რომლებიც უკრაინის დასაცავად იბრძვიან და უკრაინის გვერდით დგანან უკრაინელი კომპოზიტორის მიროსლავ სკორიკის ნამუშევარი „მელოდია“ მიუძღვნა.

ოლგა სკრიპკა: მინდა მივმართო მსოფლიოს, ჩვენთან, უკრაინაში ნამდვილი ომია. რუსები ამბობენ, რომ ნაცისტებისგან გვიხსნიან, რომლებიც არ არსებობენ. ჩვენ ყველანი მშვიდობიანად და მეგობრულად ვცხოვრობდით, ვსაუბრობთ როგორც უკრაინულად, ასევე რუსულად, არავინ არავის ავიწროებს, ეს ყველაფერი ტყუილია. მათ ჩვენი დაშორება სურდათ, მაგრამ კიდევ უფრო გაგვაერთიანეს. მინდა დავუკრა უკრაინელი კომპოზიტორის მიროსლავ სკორიკის „მელოდია“ და მადლობის ნიშნად მივუძღვნა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვიცავს, ვინ ჩვენ გვეხმარება, ყველა იმ ქვეყანას, რომელიც უკრაინის გვერდით დგას და ჩვენს მსგავსად ომის წინააღმდეგია.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ოლგა სკრიპკა. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები:

მევიოლინე ოლგა სკრიპკა

 

გადაცემის წამყვანი თაკო მელიქიშვილი