LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს

გორში, კასპსა და ლაგოდეხში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს.

“მეხუთე კოლონა” – ასეთი წარწერა დახვდათ დღეს ლაგოდეხში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისულ პარტიის თანამშრომლებს.

ოპოზიციური პარტია ამაში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს.

“ეს არის “ქართული ოცნების” და პუტინისტური დაჯგუფების, “ალტ-ინფოს” ერთობლივი ნამუშევარი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამ თვეში უკვე მეორედ განახორციელეს ჩვენ ოფისზე ვანდალური ქმედება.

“ქართული ოცნება” ახალისებს კრიმინალს და მოლოდინი იმისა, რომ რაიმეს გამოიძიებენ, ნამდვილად არ მაქვს”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბექა ქორჩილავა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე “მეხუთე კოლონის” მიწერა შესაძლოა ხალხის გულწრფელი რეაქცია ყოფილიყო.