LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში უკრაინელი ლტოლვილებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა

ჩრდილოეთ იტალიაში უკრაინელი ლტოლვილებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია 5 ადამიანი.

ავტობუსი საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. მგზავრები პირველადი დახმარებისთვის მიმდებარე პოლიციის ყაზარმებში გადაიყვანეს და მოგვიანებით განაახლეს მგზავრობა.