ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. შესაბამისად, დახარჯული ბირთვული გაგრილების სისტემები კვლავ ნორმაშია. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
“დღეს, Ukrenergo-ს სპეციალისტების, ჩვენი ბირთვული მეცნიერებისა და ელექტრიკოსების წარმოუდგენელი ძალისხმევის წყალობით, შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის აღდგენა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა მინისტრმა.
