LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილის თაობაზე განხილვა მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილის თაობაზე განხილვა მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივ კავშირშია რუსეთის წარმომადგენლებთან.

“აგრესორი ქვეყანა უკვე აცხადებს, რომ მზადაა ვლადიმერ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი დიალოგისთვის.

ახლა ჩვენ ვეძებთ ადგილს და ვმუშაობთ შეთანხმებების პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის პოზიციას და როცა ეს უკვე შემუშავებული, შეთანხმებული იქნება, მაშინ პრეზიდენტები უკვე შეძლებენ შეხვდნენ და შეიმუშაონ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო დებულებები… მე ვფიქრობ, რომ ამდენი დრო არ დაგვჭირდება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.