LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის საავადმყოფოდან ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს.

ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებები დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებენ.

კირილენკო ტელეგრამის არხზე წერს, რუსი სამხედროები ექიმებს და პაციენტებს საავადმყოფოდან არ უშვებენ.
მისი თქმით, საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ საავადმყოფოს დატოვება შეუძლებელია.

„ისინი ისვრიან, ჩვენ სარდაფში ვსხედვართ. ირგვლივ მაღალსართულიანი შენობები იწვის. რუსებმა ახლომდებარე სახლებიდან ჩვენს საავადმყოფოში 400 ადამიანი შეკრიბეს. გარეთ ვერ გავდივართ”, – პაველ კირილენკოს თქმით, ამბობს ერთ-ერთი მძევალი.