LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა

ბათუმი – ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი მძიმედ დაშავდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აღენიშნებათ და მათი მდგომარეობა მძიმეა.