LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლის ასობით მცხოვრები კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება: ზელენსკი

რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურებული მარიუპოლის თეატრიდან 130-მდე ადამიანი გამოიყვანეს, მაგრამ ასობით კვლავ ნანგრევებშია დარჩენილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სამაშველო ოპერაციები ადგილზე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები განაგრძობენ ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის დაბომბვას.

“მარიუპოლის ასობით მცხოვრები კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება”, – აცხადებს ზელენსკი.