LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ ყველა უკრაინელს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად: ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამში მორიგ მიმართვას ავრცელებს:

“მივმართავ ყველა უკრაინელს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, ჩვენი ხალხის გადასარჩენად. იბრძოლეთ და დაეხმარეთ. განდევნეთ ეს მონები, განდევნეთ ეს ოკუპანტები, რათა უკრაინამ იცოცხლოს და ყველამ ვიცოცხლოთ, თავისუფლად და მშვიდობიანად, უკრაინამ, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს”, – წერს ზელენსკი.