LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აშშ-ის ელჩი დაიბარა იმის გამო, რომ ბაიდენმა პუტინს “ომის დამნაშავე უწოდა“

იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი გამოიძახა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დემარში გამოაცხადა და ელჩს გადასცა ნოტა, სადაც გამოხატულია პროტესტი რუსეთის პრეზიდენტის მისამართით თეთრი სახლის ხელმძღვანელის, ჯო ბაიდენის ამასწინანდელი „მიუღებელი გამონათქვამის“ გამო.

“აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ამგვარი გამონათქვამმა, რომელიც არ შეეფერება მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს, აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა გაწყვეტის პირას მიიყვანა,“ , – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო „ომის დამნაშავე უწოდა“. მომდევნო დღის შემდეგ მან პუტინს „ნამდვილი ბანდიტი“ და “მკვლელი დიქტატორი“ უწოდა.