LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის  2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:51-დან 20:52 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ნუ იქნებით სულსწრაფი, ნუ ენდობით საეჭვო დაპირებებს და ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, გულდასმით გადაამოწმეთ ინფორმაცია, რათა არ აღმოჩნდეთ მოტყუებული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებისა და საკუთარი პროექტების შესათავაზებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ახალი საქმის დაწყება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ყავისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ფირუზი, ძოწი, აქატი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.