ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ კრიტიკის ობიექტია.
მსოფლიო მედიისა და თავად თეთრი სახლის ყურადღება ტრამპმა კიდევ ერთხელ მას შემდეგ მიიქცია, რაც მან ვლადიმირ პუტინს მოუწოდა – ჯო ბაიდენის შვილზე ინფორმაცია გამოაქვეყნოს.
ეს ინფორმაცია კი, ტრამპის თქმით, გულისხმობს ჰანთერ ბაიდენის სავარაუდო ბიზნესურთიერთობებს აღმოსავლეთ ევროპაში მყოფ ოლიგარქებთან.
ტრამპმა ამის შესახებ სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა და აღნიშნა:
“სანამ პუტინი ახლა არ არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, დაე განმარტოს, რატომ მისცა მოსკოვის მერმა ბაიდენს, ორივეს, 3,5 მილიონი დოლარი? ეს დიდი ფულია. მან მათ 3,5 მილიონი დოლარი მისცა… ასე რომ, ახლა ვფიქრობ, რომ პუტინი მზად იქნება, პასუხი გასცეს”.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ფული ბაიდენის ოჯახს გადაუხადეს.
ჰანთერ ბაიდენის ადვოკატი კი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს თანხა მიიღო “როსემონთ სენეკა თორტონმა”, რომლის დამფუძნებელიც ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენია, თუმცა, ადვოკატის თქმით, მას ახლა არ აქვს კავშირები, ინტერესი და შემოსავალი აღნიშნულ კომპანიაში.
მოგვიანებით ტრამპის ამ განცხადებას თეთრ სახლში კრიტიკა მოჰყვა.
