უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში რუსული ჯარებისგან გათავისუფლების შემდეგ ქალაქ ბუჩაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ეს “რუსი ჯარისკაცების დედებმა უნდა ნახონ”.
“ბუქარესტი, ნატოს სამიტის დეკლარაცია. 3 აპრილს, 14 წლის წინ. პრევენციის შანსი იყო, რუსეთი რომ არ მოსულიყო. ბუჩა, კიევის რეგიონი. ახლა. რუსეთი მოვიდა. ეს რუსი ჯარისკაცების დედებმა უნდა ნახონ. ნახეთ რა ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მძარცველები, ჯალათები”, – წერს ზელენსკი და შესაბამის ფოტომასალას ურთავს.
ცნობისთვის, გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი დაღუპული იპოვეს. ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილს ხელები ზურგს უკან შეკრული აქვს.

