LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს: სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბუჩაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და სისასტიკეს უწოდებს.

მისი თქმით, მსგავსი “ევროპაში ათწლეულების მანძილზე” არ უნახავთ.

“ეს არის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს. საშინელება და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ხდებიან სამიზნე და მათ კლავენ. და ეს უბრალოდ ხაზს უსვამს მნიშვნელობას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს”,- ამბობს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „მტკიცედ მიესალმება“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებებზე დაიწყო.

შეგახსენებთ, გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი დაღუპული იპოვეს. ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილს ხელები ზურგს უკან შეკრული აქვს.