უკრაინის პროკურატურის განცხადებით, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იქნა აღმოჩენილი.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო პროკურატურა „შეაგროვებს და შეინახავს რუსეთის აგრესიის მტკიცებულებებს, დაიცავს წესრიგს და უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვას“.
ამის პარალელურად, BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს.
