საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბუჩაში “საზარელი სისასტიკით” შოკირებულია.
პაპუაშვილის თქმით, ეს უნდა დასრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ.
“შოკირებული ვარ, საზარელი სისასტიკით ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში. გამახსენა 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკ დანაშაულებები. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”, – წერს პაპუაშვილი “ტვიტერზე”.
