8 წლის დავითს, რომელსაც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას წმ. გიორგის სახელობის სკოლა ავრცელებს.
დავითს მკურნალობის ხანგრძლივი და რთული გზა აქვს გასავლელი. როგორც ირკვევა, მისი მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
“ჩვენი სკოლის მოსწავლეს, 8 წლის დავითს თანადგომა სჭირდება. 31 მარტს, დავითი დილით შარტავას ქუჩაზე სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა სწრაფად მიმავალმა მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. დავითი სასწაულით გადარჩა და იბრძვის სიცოცხლისთვის. წინ მკურნალობის გრძელი და ძალიან ძვირად ღირებული გზა აქვს გასავლელი. ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში მას 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ფეხის ამპუტაცია. მისი სრული რეაბილიტაციისთვის ისრაელის კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანაა აუცილებელი, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
თითოეული ლარი მნიშვნელოვანია!
გავერთიანდეთ დავითისთვის!
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: GE05TB7962745064300024
BOG: GE90BG0000000101545483”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
“ყველაფერი გამოგვივა დე”- შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის დედა
შეგახსენებთ, შემთხვევა 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მოხდა. ტროტუარზე მდგარ 8 წლის ბავშვს BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას 4 ოპერაცია და მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
