უკრაინელი მუსიკოსი მაკს ბარსკიხ უკრაინულ ჯარს შეუერთდა და ქვეყნის დასაცავად, ფრონტის წინა ხაზზე გადავიდა.
„ერთი თვის წინ ხელში მიკროფონი მეკავა, ახლა ყველაფერი შეიცვალა“, – განაცხადა მაკსმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში, სადაც მას სამხედრო ფორმა აცვია.
მომღერალი ამბობს, რომ ორთვიანი სპეციალური მომზადების შემდეგ, ის საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ მაქსმა რუსეთის ტერიტორიაზე მისი სიმღერების ტრანსლირება აკრძალა.

