LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს

გერმანია ბუჩაში რუსული ჯარების სისასტიკის საპასუხოდ, ქვეყნიდან 40 დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი სიტყვებით, მსხვერპლთა სურათები რუსეთის ხელმძღვანელობის დაუჯერებელ სისასტიკეს აჩვენებს. ბერბოკი ამბობს, რომ მსგავსი ფოტოები რუსების ჯარების მიერ დაკავებული სხვა ტერიტორიებიდანაც შეიძლება გამოჩნდეს.