“ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
“მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, ქალების და გოგონების, ბავშვების გაუპატიურება, ადამიანებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობა, რუსეთის ომის გამიზნული ტაკტიკაა.
რა არის მიზანი? გარდა ზოგადი ტერორის განცდის შექმნისა, უკრაინიდან ლტოლვილის სტატუსის მაძიებლების რაოდენობის გაზრდა.
რუსეთი იმედოვნებს, რომ ეს ევროკავშირში მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი გახდება და შეამცირებს სოლიდარობას უკრაინის მიმართ.
დიახ, ეს 21-ე საუკუნეში ხდება, ისევე, როგორც სულ რაღაც 27 წლის წინ მოხდა სრებრენიცა.
იუგოსლავიის ტრიბუნალის შექმნა, თავის დროზე, დიდი ნაბიჯი იყო წინ, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო მართლწესრიგის დასაცავად.
რუსეთის ტრიბუნალი წინ გველოდება”, – წერს სალომე სამადაშვილი.
