LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ, საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის გამოიყენონ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია – კელი დეგნანი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებებია და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ ყურადღებით აკვირდება, რომ სანქციების რეჟიმი დარჩეს ძალიან მტკიცე.

„საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ, საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის გამოიყენონ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება. ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია შეწყვიტოს ის დღესვე. ეს სასტიკი, ბარბაროსული თავდასხმა მეზობელ სუვერენულ ქვეყანაზე. სანქციები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ ის, შეწყვიტოს ომი და ერთიანობა სანქციების აღსრულებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ზეწოლის შესანარჩუნებლად. ეს არის ის, რაც სანქციებს ასეთ ძლიერ იარაღად აქცევს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რომ სანქციების რეჟიმი დარჩეს ძალიან მტკიცე, მჭიდრო ქსელად, რომელიც მოახდენს ზეწოლას კრემლის რეჟიმზე, შეწყვიტოს ომი,“- აღნიშნა ელჩმა.