LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის მხოლოდ 20 წლის იყო – მარიუპოლისთვის ბრძოლაში დაიღუპა ბიჭი, რომელიც მეგობრების გადარჩენას ცდილობდა 

მარიუპოლში დაიღუპა 20 წლის უკრაინელი მებრძოლი მაშინ, როდესაც მისი მეგობრების გადარჩენას ცდილობდა.

იაროსლავ „მახაჩს“ ბრიჰინეცი აზოვის პოლკის მებრძოლი იყო…

„ერთხელ შენ თქვი, რომ არ გინდოდა, შენს გამო ეტირათ და ედარდათ, იმ შემთხვევაში თუ რამე მოხდებოდა.

ჩვენ არ ვიტირებთ, ძმაო, ჩვენ შურს ვიძიებთ.

შენ ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გმირი ხარ. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის იღიმებოდა და მოდიოდა დასახმარებლად, რაიმე სარგებლის გარეშე“. – წერს მისი მეგობარი.

სოციალურ ქსელში უკრაინელები მებრძოლის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და იხსენენ, როგორც კეთილ და გულახდილ ადამიანს.

„შენ იყავი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი, ვისაც მე ვიცნობდი. უბრალო, კეთილი, მხიარული და უბრალო ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მოდის დასახმარებლად. მე უფრო კარგად გიცნობდი, ვიდრე სხვა დანარჩენი, ამიტომ არ ვიდარდებ, რადგან ვიცი, რომ, შენ არ გენდომებოდა ვინმეს ეტირა. შენ იყავი ნამდვილი მეომარი და წახვედი ამ ქვეყნიდან ნამდვილ გმირად“.

„20 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ძალიან მაგარი ბიჭი იყო და აღარაა. მარიუპოლის დაცვისას მოკლეს ფაშისტებმა. ბედნიერი უნდა ყოფილიყო, ყველაფერი წინ ჰქონდა… ამ ბედნიერების, თავისუფლების, თავის ქვეყნის მთლიანობის დასაცავად აიღო ხელში იარაღი 20 წლის ბიჭმა.
დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს“

„ძმაო, ჩვენ არ ვიდარდებთ, ჩვენ შურს ვიძიებთ. შენ ნამდვილი მამაცი, მებრძოლი და გმირი ხარ. ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცინოდა.

არ მჯერა. რომ შენ ანგელოზი გახდი. მინდა, რომ ეს სიზმარი იყოს. შენ მუდმივად ჩვენს გულში იქნები.  ამბობდი, რომ ნათელი მომავლის რწმენა უნდა გვქონოდა. მტკივა, რადგან ეს ყველაფერი შენს გარეშე იქნება. იძინე მშვიდად ჩვენო გმირო“.

„ის იმდენმა უკრაინელმა გოგომ შეიყვარა, რომ შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა“.

„ომამდე  ის ცხოვრობდა, ჰქონდა მომავლის გეგმები. მას უბრალოდ სიცოცხლე უნდოდა. უნდოდა, დამოუკიდებელ ქვეყანაში ეცხოვრა“.

„უკრაინელი მეომარი კრივით იყო დაინტერესებული. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველა ვიდეოში მხიარული და სოცოცხლისმოყვარულია.

მისი უკანასკნელი პოსტი ინსტაგრამზე რუსეთის-უკრაინის ომს ეხება.

„ვერავინ შეძლებს დაგვაჩოქოს,“ –  წერდა უკრაინელი მებრძოლი.