რუსული მედიის ინფორმაციით, ტუვა უკრაინასთან ომისთვის მოხალისეებს იღებს.
როგორც რუსული მედია წერს, „ტუვადან მოხალისეთა ჯგუფი უკრაინაში სპეცოპერაციის ზონაში, დონბასის მცხოვრებლების დასახმარებლად გაემგზავრა.“
„მათთან დამშვიდობებაში მონაწილეობა რესპუბლიკის მეთაურმა, ვლადისლავ ხოვალიგმა მიიღო. ეს არის ძლიერი და მამაცი ხალხი, მათი წინაპრების სამხედრო დიდების ღირსეული მემკვიდრეები – დიდი სამამულო ომის მოხალისეები. ტუვას ხალხის ოქროს ფონდი“, – იუწყება REGNUM-ის კორესპონდენტი.
რეგიონის ხელმძღვანელმა მოხალისეებს, სახლში ცოცხლად, ჯანმრთელად და გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.
REGNUM-ის ჟურნალისტის თქმით, გარდა ამისა, რესპუბლიკიდან დონბასში, მოხალისეებად საავადმყოფოებში სამუშაოდ ექიმებიც წავიდნენ.
