LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს: სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვი შეეცდება მოლაპარაკებების ფარგლებში ყველა ამოცანა შესრულდეს.

“ჩვენ რეგულარულად ვაცნობთ ჩვენს მეგობრებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობის დაცვას სამხედრო საფრთხისგან. ჩემს სომეხ კოლეგას გავუზიარე, თუ როგორ ვითარდება მოლაპარაკებების ფარგლებში კონტაქტები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის. დიალოგი კარგად არ მიდის, თუმცა ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში დასახული ყველა ამოცანა შესრულდეს. დასავლეთმა რუსოფობიურ აურზაურში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მექანიზმი გააუქმა,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.