„საქართველო თუ ჩააბარეს მერე დაიწყება სისხლისღვრა. გაგრაში სისხლისღვრა მოხდა მას შემდეგ, რაც ქართველების თავებით ითამაშეს ფეხბურთი, მას შემდეგ რაც გაგრა ჩაბარდა“, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამის შემდეგ მას მოსამართლემ საუბარი შეაწყვეტინა, რაზედაც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის არ ლაპარაკობს სახუმარო საქმეებზე.
ექსპრეზიდენტმა ყველას მოქმედებისკენ მოუწოდა.
„2008-ში ყველაზე მეტი ხალხი დაგვეღუპა იმ ხალხს შორის, რომელიც ვერ გამოვიყვანეთ. როცა ბარდები მერე იწყება შემოსვლა, დახვრეტა, გაუპატიურება და მოსპობა შენი ქვეყნის.
ახლა დროა ერთიანობის, მნიშვნელოვანი ცვლილებების და ხალხი ამისთვის მზად არის. ჩვენი ამოცანაა, მაშინ როცა წარმოუდგენლად უჭირს ხალხს, წარმოუდგენელი შიმშილია, ამ სიტუაციაში ეროვნული ერთიანობის მთავრობა, არჩევნების ჩატარება, ყველა კარზე კაკუნი, ჩვენ არ ვართ მოღალატეების ქვეყანა, ეს ყველაფერი დროებითია მეგობრებო, ამიტომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ ჭუჭყის ჩამორეცხვას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
