“ამ ომის თარიღების გამოცნობა რომ შემძლებოდა, ზუსტი წინასწარმეტყველება, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ, ამ შუშის უკან” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მას განრიდება სხვა ქვეყნებშიც შეეძლო.
“საქმე იმაშია, რომ როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც ჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ განერიდა ომს უკრაინაშიო. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა და წინასწარმეტყველება რომ მცოდნოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არა იქ, სადაც ვარ- ამ შუშის უკან. განრიდება რომ მდომოდა, ამერიკაშიც შემეძლო, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას და არა 310-ე საკანში სადაც ვიმყოფები.
ჩამოვედი იმიტომ, რომ წინასწარ განცხადებულ მქონდა, ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველაზე უსაფრთხო იყო ყველასთვის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
