რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც, მარტივია ამაზე პასუხი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება ბრალდებების საპასუხოდ, რაზეც კობახიძემ განაცხადა:
„როცა „ფეიკი“ ვრცელდება, მას უნდა უპასუხო სიმართლით. ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც ამ შემთხვევაში უნდა გადაიდგას. მტკიცებულება შეიძლება წარადგინონ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ რაც არ მოხდა, იმაზე მტკიცებულებას ვერ წარადგენ. ეს არის რეალობა. რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც, მარტივია ამაზე პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.
